გლენ დისენი: ნარატივი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ამ არჩევნებზე, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია კარგია, რუსეთთან თანამშრომლობა კი ცუდი, თუ დასავლეთი ერევა პროცესებში ეს დემოკრატიაა, რუსების შემთხვევაში კი ეს საარჩევნო ჩარევა

გლენ დისენი: ნარატივი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ამ არჩევნებზე, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია კარგია, რუსეთთან თანამშრომლობა კი ცუდი, თუ დასავლეთი ერევა პროცესებში ეს დემოკრატიაა, რუსების შემთხვევაში კი ეს საარჩევნო ჩარევა

კულტურას, ტრადიციებს, ღირებულებებს თავისთავად უდიდესი გავლენა აქვთ ამ პროცესებზე, თუ როგორ უყურებენ ძალაუფლებას დასავლეთში, - განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა გლენ დისენიმ, ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.

ლაშა კასრაძემ მას შემდეგი შინაარსის კითხვა დაუსვა: ერთ-ერთი გამოწვევა გახლავთ საქართველოს იძულება ეზიაროს საკმაოდ რადიკალურ კულტურულ ნორმებს, სოციალურ და კულტურულ სტანდარტებს, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიყენება საზოგადოების გახლეჩვისა და დაყოფის ინსტრუმენტად, ქართულ პოლიტიკაში ესკალაციის კიდევ ერთ შესაძლებლობად. მიგაჩნიათ თუ არა რომ, კულტურული ასპექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი იმ ცვლილებისა რომლის მომსწრენიც ვართ გლობალურ სისტემაში?

„დიახ, კულტურის როგორც იარაღის გამოყენება, ერთი კულტურის მეორეთი ჩანაცვლება, მათი აღრევა რა თქმა უნდა უცვლელი ისნტრუმენტია მაგრამ, კავშირშია თქვენს ნათქვამთან, რომ მსოფლიო უფრო და უფრო მეტად ექცევა პროპაგანდის გავლენის ქვეშ, დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ეგრეთწოდებულ ნარატივს. ევროკავშირში ამ მიმართულებაზე ყურადღებას 90 - იანი წლებიდან ვამახვილებთ, გვაქვს ისეთი თეორიები როგორიცაა „რიტორიკული ტყვეობა“ , რაც გულისხმობს ევროკავშირის მიერ არსებული მოვლენების პოლარიზებულ განზომილებაში განხილვას, მაგალითად ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ან უჭერ მხარს დემოკრატიას ან არა, ეს საკითხები განიხილება მორალურ და ეთიკურ ჩარჩოებში, საბოლოო ჯამში კი სწორედ რაციონალურ დისკუსიას კლავს საწყისშივე, ხელს უშლის შესაძლო გამოწვევებთან გამკლავებას, მიზეზ - შედეგობრივ კავშირს და რაციონალურობას აცლის ევროპელს, სწორედ ამიტომაც, ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო რომელიც გაფართოების წინააღმდეგი იყო, ვერ ბედავდა მკვეთრად ამ პოზიციის დაცვას.

დასავლეთი იმავეს აკეთებს რუსეთის ფედერაციის სამეზობლოსთან დაკავშირებით, ვსაუბრობ საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე, სომხეთზეც. ეს რთული საკითხებია, მაგალითად უკრაინის შემთხვევაში, ყველამ იცოდა, რომ 2014 წლამდე, უკრაინელთა მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილს სურდა ნატოში გაწევრიანება, ვიცოდით, რომ ჩვენი პოზიციები უკრაინაში დიდი ალბათობით ამ სახელმწიფოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე ან რუსულ ინტერვენციამდე მიიყვანდა მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნარატივი გახლდათ შემდეგი, ამ პროცესების მხარდაჭერა დემოკრატიის მხარდაჭერას გულისხმობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ლიბერალური დემოკრატიის ღალატი იქნებოდა, დააზიანებდა დასავლეთის პოლიტიკური ლეგიტიმაციას, სწორედ ამიტომაც, მაშინაც კი როდესაც საუბარი ეხებოდა სრულ სიგიჟეს, არავის ეყო გამბედაობა წინააღმდეგობა გაეწია და შედეგად სწორედ ამ სახის პროცესების მომსწრენი ვართ. რუსეთი, ჩინეთი როდესაც აცხადებენ, რომ მათ არ სურთ სამყაროს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების თანახმად მოწყობა, ნარატივი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ამ არჩევნებზე, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია კარგია, რუსეთთან თანამშრომლობა კი ცუდი, თუ დასავლეთი აქტიურად ერევა პროცესებში როგორც მოლდოვაში, ეს დემოკრატიის გამოვლინებაა, რუსების შემთხვევაში კი ეს საარჩევნო ჩარევაა. მათი გადმოსახედიდან ლიბერალური დემოკრატია გხლავთ ერთადერთი ლეგიტიმური მმართველობის სისტემა და სწორედ დასავლეთს აქვს მასზე მონოპოლია. კულტურას, ტრადიციებს, ღირებულებებს თავისთავად უდიდესი გავლენა აქვთ ამ პროცესებზე, თუ როგორ უყურებენ ძალაუფლებას დასავლეთში“, - განაცხადა გლენ დისენიმ.