გლენ დისენი: მულიტპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ჩარჩოებში მოექცევა, ვაშინგტონს მოუწევს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინება

გლენ დისენი: მულიტპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ჩარჩოებში მოექცევა, ვაშინგტონს მოუწევს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინება

თუ არ ვცდები რუსებს აქვთ ინტერესთა სფეროს დებულება, ამჟამინდელ მსოფლიოსთან შესაბამისი მიდგომის თანამედროვე მაგალითი. ეს ნიშნავს რომ როდესაც სხვა დიდი სახელმწიფოს საზღვრებთან მოქმედებ, აუცილებელია ამ დიდი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მექსიკაში რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ამერიკის ინტერესები, ამერიკამ კი საქართველოში უნდა გაითვალისწინოს რუსული ინტერესები. ეს არ გულისხმობს ექსკლუზიური ინტერესების არსებობას მაგრამ ამავე დროს აღიარებს მოცემულობას რომ ერთი დიდი სახელმწიფო, მეორე დიდი სახელმწიფოს საზღვრებთან სამხედრო ბაზებს არ უნდა აშენებდეს, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა გლენ დისენიმ.

წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ევრაზია მიემართება ახალი წესრიგისკენ და როგორ ფიქრობს, რა შედეგებით დასრულდება ეს პროცესი საქართველოსა და უკრაინისთვის?

„პირველ რიგში, თქვენი ნებართვით ვიტყვი ერთი ორ სიტყვას პუტინის შესახებ თქვენს ნათქვამთან დაკავშირებით, ხშირად გვესმის არგუმენტი რომ მოსკოვს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ აქვს. ეს ეხება ინსტიტუციურ ვეტოს, მაგრამ სინამდვილეში თუ კრემლს არ აქვს ე.წ. რბილი ვეტოს უფლება, ეს არ ნიშნავს რომ ეს სახელმწიფო უბრალოდ კაპიტულაციას გამოაცხადებს და ბედს შეეგუება, ამ შემთხვევაში ეს სახელმწიფო ფსონს დადებს და დაეყრდნობა ეგრეთწოდებულ მყარ ვეტოს. სწორედ ეს ეგრეთწოდებული მყარი ვეტო იხილა საქართველომ 2008 წელს. უკრაინამაც. ეს სამწუხარო რეალობაა.

გეთანხმებით რომ მსოფლიო მრავალპოლარული წესრიგისკენ იხრება. ერთპოლუსიანი, ჰეგემონიური სისტემის პირობებში, როდესაც საქმე გვაქვს მაგალითად რომის იმპერიის მსგავსი სტატუს ქვოს შექმნის მცდელობასთან, ერთი სიმძიმის ცენტრით, ხდება ამ ერთადერთი ერთი სიმძიმის ცენტრის გარშემო მსოფლიო წესრიგის აწყობა. ამ სიმძიმის ერთი ცენტრის გარშემო კი ხდება ეგრეთწოდებული უნივერსალური/ყოვლისმომცველი მოცემულობის გამყარება.

მაგალითად კათოლიკურ სამყაროში, კათოლიკური ეკლესიის როლი და რეპუტაცია შეგვიძლია შევადაროთ ცივი ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებს და მის ყოვლისმომცველ ლიბერალურ დემოკრატიულ იდეოლოგიას. სახეზე გვაქვს უდიდესი ძალაუფლების ვაშინგტონში კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატებისვე, ამ იდეოლოგიის ჩემპიონის როლში წარმოჩენა. ამ საბაბით ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეცა უმრავლესობის სახელით საუბრის უფლება, გამომდინარე აქედან ზიანდება სუვერენიტეტის მცნება, საღვთო რომის იმპერიის რღვევის შემდეგ ევროპაში 30-წლიანი კონფლიქტი გვქონდა, ეს კონფლიქტი კი 1648 წელს ვესტფალიის ზავით დასრულდა. პრინციპი კი გახლდათ შემდეგი, რომ ჩამოყალიბდა სხვადასხვა სიმძიმის ცენტრი და ერთის მაგიერ, სიმძიმის ბევრი სხვადასხვა ცენტრი კი პირველ რიგში იმაზე შეთანხმდნენ, რომ არ არსებობდა ყოვლისმომცველი იდეოლოგია, უნივერსალიზმი, საპირისპიროდ ამისა ზოგი კათოლიკე იყო, ზოგი პროტესტანტი.

დადგინდა რომ სიმძიმის ერთ ცენტრს არ აქვს უფლება ყველას მაგიერ იმოქმედოს და ისაუბროს, მაგალითად ისევე როგორც დღეს ლიბერალური დემოკრატიის შემთხვევაში. რისი მომსწრენი ვართ ჩვენ? მაგალითად ჩინელები ღიად აცხადებენ, რომ ერთი ცივილიზაცია მეორეს ვერ მიუთითებს განვითარების სწორი გზისკენ, ყველას განვითარების საკუთარი, უნიკალური გზა აქვს. ყველას საკუთარი ისტორია, კულტურა, ტრადიციები და რესურსები აქვს. არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ მეორეს უბრძანოს, ეს კი ჰეგემონიური მმართველობის და ჰეგემონიის პრინციპის საწინააღმდეგოა.

ჩვენ მოწმენი ვართ არამხოლოდ ძალაუფლების მულტიპოლარული დაყოფისა , ვხედავთ ასევე სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ სხვადასხვა ღირებულებების სისტემათა ჩამოყალიბებასაც. თქვენ მკითხეთ, თუ რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე. საქართველოს მსგავსი სახელმწიფო წესით ამგვარი ვითარებაში ბევრ სარგებელს უნდა ნახულობდეს, ერთპოლარული სამყარო, დიდი სახელმწიფოების მეზობელი მომცრო ქვეყნებისთვის საკმაოდ დამანგრეველი გამოდგა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთპოლარულ სამყაროში სხვა, დიდი სახელმწიფოების, ჩინეთის, რუსეთის საზღვრებთან დაიწყო ცეცხლთან თამაში. როგორც კი ვაშინგტონი, რომელიმე დიდი სახელმწიფოს საზღვართან, მეზობელ სახელმწიფოში თავს მოიმაგრებს, ეს ამერიკის მასპინძელი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევად გარდაიქმნება. სწორედ ამით აიხსნება რუსეთის ფედერაციისა და მისი მსგავსი სახელმწიფოების აგრესიული რეაქცია, მათთვის მიუღებელია ამერიკული ჯარების, რაკეტების და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის მათ საზღვრებთან განთავსება.

მულიტპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ჩარჩოებში მოექცევა, ვაშინგტონს მოუწევს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინება. მე ზოგადად არ მივესალმები ცივ ომთან პარალელების გავლებას ვინაიდან ცივი ომისას გვქონდა გავლენის სფეროები, მაგალითად რუსეთს ჰქონდა მეზობლებზე გავლენის მოხდენის საგანგებო უფლება, ამას ჩვენ ვეღარ ვნახავთ, ჩვენ მოწმენი ვიქნებით… თუ არ ვცდები რუსებს აქვთ ინტერესთა სფეროს დებულება, ამჟამინდელ მსოფლიოსთან შესაბამისი მიდგომის თანამედროვე მაგალითი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც სხვა დიდი სახელმწიფოს საზღვრებთან მოქმედებ, აუცილებელია ამ დიდი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მექსიკაში რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ამერიკის ინტერესები, ამერიკამ კი საქართველოში უნდა გაითვალისწინოს რუსული ინტერესები. ეს არ გულისხმობს ექსკლუზიური ინტერესების არსებობას მაგრამ ამავე დროს აღიარებს მოცემულობას, რომ ერთი დიდი სახელმწიფო, მეორე დიდი სახელმწიფოს საზღვრებთან სამხედრო ბაზებს არ უნდა აშენებდეს“, - აღნიშნა პროფესორმა.