ყოველი რევოლუციური სცენარის უკან, ყოველი სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმარებისას, რა თქმა "დგას" დიდი ფული და მათი ქვეყანაში შემოდინების სხვადასხვა გზები. ყველას გვახსოვს ათი წლის წინ "ქეშით" გაძეძგილი ჩემოდნებით ხელში ბაქოს აეროპორტში დაკავებული "გირჩი" და ირმა ნადირაშვილი, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რევოლუციური სცენარის ხორცშესხმის მიზნით, კრიპტოვალუტაში გადაყვანილი, ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული თანხების "გათეთრებას", კეზერაშვილის ადგილობრივი ოფისები ახორციელებენ, მათ ერთ ნაწილში, მაგალითად "ატლანტიკურ საბჭოში" უკვე შესულია ფინანსური პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"ყოველი რევოლუციური სცენარის უკან, ყოველი სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმარებისას, რა თქმა "დგას" დიდი ფული და მათი ქვეყანაში შემოდინების სხვადასხვა გზები. ყველას გვახსოვს ათი წლის წინ "ქეშით" გაძეძგილი ჩემოდნებით ხელში ბაქოს აეროპორტში დაკავებული "გირჩი" და ირმა ნადირაშვილი. გავა ათი წელი და უკვე აზერბაიჯანში "მაიდანის" მოსაწყობად საქართველოდან გადიოდა ენჯეოს ხაზით ჩარიცხული "ქეში", რამაც აიძულა ჩვენი პარტნიორები დროებით დაეკეტათ "წითელი ხიდის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
გავიდა დრო, მავნებლების "ფერადი" გადატრიალების "აიწონა-დაიწონა" დღეს ისევ საქართველოს მხარეზეა. დაიხვეწა მათი დაფინანსების ფორმები და მეთოდები. რევოლუციური სცენარის ხორცშესხმის მიზნით, კრიპტოვალუტაში გადაყვანილი, ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული თანხების "გათეთრებას" დღეს კეზერაშვილის ადგილობრივი ოფისები ახორციელებენ. მათ ერთ ნაწილში (მაგალითად ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო") უკვე შესულია ფინანსური პოლიცია და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.
სახელმწიფოს არ სძინავს, მის სპეციალურ დანაყოფებს უხვად გააჩნია როგორც წინმსწრები, ასევე ფაქტოლოგიური ინფორმაცია. ფუფუნებისა და დაუსჯელობის ეპოქა დასრულებულია, როგორც აგენტოკრატებისთვის, ასევე მათი ადგილობრივი მარიონეტებისთვის. ქვეყანა და საზოგადოება მზადაა სასტიკი მარცხით გაისტუმრონ ისინი ისტორიის სანაგვეზე, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ქუჩაში." - წერს ქართველიშვილი.