„26 ოქტომბრის ღამეს არჩევნებში წაგებული ოპოზიცია არჩევნების მოგებას იზეიმებს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ აკერმანისეული მეთოდით გავლილი გადამზადებისათვის დასავლეთი ფულს ტყუილად არ იხდის. ეს ფული საქართველოში ეგრეთწოდებული კრიპტოვალუტის სახით შემოდის და მისი განაღდება მარტივად ხდება, თუმცა ამ ქვეყანაში შესაბამისი სამსახურები გამართულად მუშაობენ და ამ სქემის შესწავლა კანონით დადგენილი წესით უკვე დაიწყო“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილი ე.წ. „ქოლცენტრების” საქმეზე ჩატარებული ჩხრეკის შესახებ აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები კანონით დადგენილი წესით შევიდნენ ევროპელი პენსიონერების მძარცველების ოფისებში საიდანაც ფინანსდებოდა და ახლაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები.
მეგრელიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები შედგება და ქართველი ხალხი საკუთარ სიტყვას მშვიდობიან გარემოში იტყვის.
„ოპოზიციის პოლიტიკური მდუმარება რევოლუციის საწინდარია!
კოლექტიური დასავლეთის მიერ დაფინანსებული ოპოზიცია რომელმაც დიდი ხანია რეალურ პოლიტიკურ საქმეში ჩაყვინთა დიდი თავგადასავლისათვის ემზადება.
26 ოქტომბრის ღამეს არჩევნებში წაგებული ოპოზიცია არჩევნების მოგებას იზეიმებს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ აკერმანისეული მეთოდით გავლილი გადამზადებისათვის დასავლეთი ფულს ტყუილად არ იხდის.
ეს ფული საქართველოში ეგრეთწოდებული კრიპტოვალუტის სახით შემოდის და მისი განაღდება მარტივად ხდება, თუმცა ამ ქვეყანაში შესაბამისი სამსახურები გამართულად მუშაობენ და ამ სქემის შესწავლა კანონით დადგენილი წესით უკვე დაიწყო.
სამართალდამცველები კანონით დადგენილი წესით შევიდნენ ევროპელი პენსიონერების მძარცველების ოფისებში საიდანაც ფინანსდებოდა და ახლაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები.
ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და გამოძიება მიმდინარე პროცესშია მეტი სხვა დეტალებისთვის.
არ აგარევინებთ! 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შედგება და ქართველი ხალხი საკუთარ სიტყვას მშვიდობიან გარემოში იტყვის.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.