პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ეს იყო პასუხი იმ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც ყველაფრის ფასად ეწეოდა ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოში“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე მოსული ხალხის რაოდენობამ ოპოზიციისა და მათი პატრონების ილუზიებსა და მოლოდინებს გადააჭარბა.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ რადიკალებისა და მათი პატრონებისთვის ყველაზე მოულოდნელი, ხალხის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობა იყო, რომელიც უკვე 12 წელია არ შეცვლილა. მისი თქმით, ხალხის ნდობა და მხარდაჭერა უცხოელებისთვის იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ ღირს.
თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, დასკვნით ღონისძიებაზე მისული მხარდამჭერების რაოდენობა არჩევნების შედეგებზე მეტყველებს და იმედს გამოთქვამს, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები „ქართული ოცნების“ გამარჯვებას აღიარებენ.
“ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების სახეები გუშინ ისეთი წაშლილი იყო, რომ სიმართლე გითხრათ, შემეცოდნენ, რატომ გაყვეს თავი იმ ყულფში, საიდანაც ვეღარ გამოეხსნებიან? ამ ზღვა ხალხმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, თუკი ოპოზიციას რაიმე ილუზია ჰქონდა.
გუშინ ცნობილი ფილმიდან, ხელისუფლების მიმართ, ერთი ფრაზა გამახსენდა -“თქვენკენ დანდობა არ იციან?”
არა, არ იციან! ეს იყო პასუხი იმ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც ყველაფრის ფასად ეწეოდა ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოში. გუშინ რუსთაველზე იდგა გაბრაზებული ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა.
ყველაზე მოულოდნელი უცხოეთისთვის ალბათ, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ამხელა ნდობა იყო. 12 წლის შემდეგაც რომ იგივე რაოდენობის ზღვა ხალხი დაგიდგება გვერდით, ხომ უნდა მიხვდეს დასავლეთის ზოგიერთი მესვეური, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ ღირს. იმედია, შეცდომას აღარ დაუშვებენ და ფაქტობრივად უკვე ჩატარებულ არჩევნებში “ქართული ოცნების” უდიდეს უპირატესობას არ უარყოფენ. ვნახოთ, სადამდე მივა მათი გამბედაობა?”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.