კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე მომხდარ საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979
წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ, ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.