IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობას, მოსახლეობის 61% დადებითად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
კონსორციუმმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარა. მოსახლეობის კვლევის ფარგლებში, 2000 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 14 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიღებული მაჩვენებელი, რომლის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან ან მეტწილად კარგად 61 პროცენტმა შეაფასა, 2018 წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ იგი აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.
ამასთან, პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმები არსებითად დადებითად შეაფასეს დარგობრივი სექტორის წარმომადგენლებმა: მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ადვოკატებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.