ინგა ბერიკაშვილი გოგიჩაიშვილის ცემის ფაქტზე-პირველად ლევანმა ჩაარტყა იმ კაცს წიხლი და დააგდო. გოგიჩაიშვილი ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, მონებს და ზონდერებს ეძახის, იმდენი შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭებს, რომ ამას არავინ გაუტარებდა

ინგა ბერიკაშვილი გოგიჩაიშვილის ცემის ფაქტზე-პირველად ლევანმა ჩაარტყა იმ კაცს წიხლი და დააგდო. გოგიჩაიშვილი ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, მონებს და ზონდერებს ეძახის, იმდენი შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭებს, რომ ამას არავინ გაუტარებდა

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაცგახარია საქართველოსთვისწევრის ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს დეტალურად მიმოიხილავს.

როგორც ბერიკაშვილი აღნიშნავს, დაპირისპირება სწორედ ლევან გოგიჩაიშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც ვაგონში მყოფ ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს ზონდერებს ეძახდა.

ბერიკაშვილის თქმით, ერთ-ერთსქართული ოცნებისდროშა ეკავა და დარწმუნებულია ამიტომ აყენებდა შეურაცხყოფას რომ ეცემათ და მერე ვიდეო დაედო.

გოგიჩაიშვილის ცემის ფაქტი:

გუშინ ცესკოდან მოვდიოდი დრო აღარ მახსოვს 20:00 გადაცილებული იქნებოდა.

წერეთლის მეტროში დავინახე ლევან გოგიჩაიშვილი, ვაგონში ერთად შევედით და გვერდით მედგა! თავიდან ყურსასმენი მეკეთა და ვერ გავიგე რა დაუძახა ლევანიმ ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს, მაგრამ ეგრევე მოვიხსენი და ბოლო სიტყვა რაც გავიგე ზონდერები იყო.

ეს კაცი იყო მიშას დროს უმოწყალოდ ნაწამები ადამიანი, ერთ-ერთს ქართული ოცნების დროშა ეკავა და დარწმუნებული ვარ ამიტომ აყენებდა შეურაცხყოფას, რომ ეცემათ და მერე დაედო ვიდეო, უცებ გაჩნდა იქ ცემის დროს ვიღაცა და იღებდა, მაგრამ ჩემ თვალწინ მოხდა როცა ის კაცი ეუბნებოდა ზონდერს ვის ეძახიო (კაცს რომელიც მიშას დროს მორგში ჰყავდათ ციხეში დღეები ჩაყვანილი და აწამებდნენ) ამ დროს ახტა ვაგონში გოგიჩაიშვილი და ამ 55 წლის კაცს მუცელში ისე ჩაარტყა წიხლი, რომ ეს კაცი დავარდა!

ამის მერე დაუწყეს ცემა მაგრამ 20 კაცი არ იყო იქ, ერთმა ცემა და რამდენიმემ წამოარტყა. ცხადია ვაშველებდი მეც და სხვებიც თორემ როგორ დამთავრდებოდა არ ვიცი!

აი ასეთი გარეწრები არიან დღეს ოპოზიციაში, ეს ნაწამები ხალხი ოცნებაზე იმიტომაა გაბრაზებული, რომ მათი მწამებელი რეჟიმი არ გასამართლდა და ახლა გოგიჩაიშვილი ზუსტად იმ მხარესაა და თან ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, მონებს ეძახის და ზონდერებს!

ვინც მიცნობთ კარგად იცით ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვია და გუშინ ისე იქცეოდა ლევან გოგიჩაიშვილი მეც კი გამიჩნდა ცემის სურვილი! იმდენი შეურაცხყოფა აყენა ბიჭებს, რომ ამას არავინ გაუტარებდა!

კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველადაც ლევანიმ ჩაარტყა იმ კაცს და გავაშველეთ ვაგონში და მეორედ უკვე წიხლი ჩაარტყა და დააგდო!

ახლა გეკითხებით, თქვენი მეგობარი რომ სცემონ უმიზეზოდ, თქვენ რას იზამდით?

მადლობა გვითხრას ვინც ვაშველებდით 30 მეტი ადამიანი იდგა იქ და იმედი მაქვს თუ საქმეს დასჭირდა მიცემენ ჩვენებას!

მე ძალიან განვიცდი მსგავს სცენებს და ახალ ვაგონში და მეტროში კამერებია და ამოიღეთ!!!

არ მცალია და ბოდიში თუ კარგად ვერ გადმოვეცი. მაგრამ უშუალოდ მონაწილე ვარ ფაქტის! გაამწარა ბიჭები!“-წერს ინგა ბერიკაშვილი.

https://www.facebook.com/100000947359014/posts/27375833862031490/?rdid=SCekTFvZCEC9chWH