ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, კამერონ დიასი, 10 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მსახიობმა ამის შესახებ ძლიერი ქალების სამიტზე ისაუბრა, რომელიც ორშაბათს გაიმართა. სამიტზე მსახიობმა კარიერის დროებით შეწყვეტის მიზეზებიც ახსნა. დიასის თქმით ეს დრო ოჯახთან გაატარა და საკუთარი თავის პოვნას დაუთმო. გასულ ათწლეულში, დიასი დაქორწინდა მუსიკოს ბენჯი მადენზე და ორი შვილი შეეძინა. 2020 წელს მან გამოუშვა ღვინის ბრენდი Avaline.
"ეს უნდა გამეკეთებინა. ჩემი ცხოვრებისთვის უნდა მიმეხედა და თავი მეპოვა. სხვა არაფერი მადარდებდა. არავის აზრს, არავის წარმატებას, არავის შემოთავაზებას არ შეეძლო ჩემი აზრის შეცვლა. ჩემი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა. ეს იყო ის, რაც ყოველთვის მინდოდა" — განაცხადა დიასმა
დიასი სამსახიობო კარიერას უბრუნდება და მას დიდ ეკრანზე მალე ვიხილავთ. კამერონის თქმით, მსახიობის დაბრუნებაში დიდი როლი მისმა მეუღლემ ითამაშა, რომელიც მას ყოველთვის ამხნევებს და მოტივაციას აძლევს. დიასის დებიუტი Netflix-ის ფილმში, Back in Action შედგება, სადაც მსახიობი ჯეიმი ფოქსს გაუწევს პარტნიორობას. ფილმის პრემიერა 2025 წლის იანვარშია დაგეგმილი. კამერონ დიასი შრეკის მეხუთე ნაწილშიც მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, დიასი ფიონას ახმოვანებს. მსახიობი სხვა მოლაპარაკებებსაც აწარმოებს და როგორც ჩანს, აქტიურად უბრუნდება კარიერას.
"ჩემი დაბრუნებისთვის შესაფერისი დროა. კოვიდის შემდეგ დიდ დროს ვატარებ სახლში, რაც არაჩვეულებრივია. პრობლემა იმაშია, რომ არ მინდა სახლში გამოკეტილი დავრჩე. იტყვიან, მან კარიერა დაასრულა, მე კი მინდა ვთქვა, რომ არაფერი დასრულებულა და ყველაფერი წინაა" — აცხადებს დიასი.