ირაკლი კობახიძე „პოლიტიკოს

ირაკლი კობახიძე „პოლიტიკოს" სტატიაზე: სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს - კაცს აქვს სამი მილიარდი დახარჯული მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე

სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გამოცემა „პოლიტიკოს" სტატიის შესახებ განუცხადა.

პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილს  მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

„კაცი არის, რომელსაც მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის. რა იყიდა, კაცს აქვს სამი მილიარდი  დახარჯული მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს", - განაცხადა პრემიერმა.