კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ იქსის საკუთარ გვერდზე ეხმიანება უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის განცხადებას:
"შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია", - ჯეიკ სალივანი.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქრონიკული შეშფოთება შეეყარათ!
საგარეო უწყებამ მოიკითხოს გუშინდელი აქციის შემდეგ მწვავე ფაზა ხომ არ განუვითარდათ?!
იქნებ მეგობრულად შევთავაზოთ საირმე, ან ლიკანი დასამშვიდებლად!"