2012 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას" არ ჰქონია. ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი გამოწვევების, შანტაჟის, ზეწოლის მიუხედავად, შევძელით ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახა და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დისკრედიტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა
პრემიერის თქმით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ დადგეს ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ 60%-მდე იქნება ჩვენი შედეგი. არის შესაბამისი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს მხარდაჭერა არის უპრეცედენტოდ მაღალი. 2012 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას" არ ჰქონია. ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი გამოწვევების, შანტაჟის, ზეწოლის მიუხედავად, შევძელით ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახა და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დისკრედიტირებული, არ აქვს არავითარი რეპუტაცია, არის დანაწევრებული და დასუსტებული აბსოლუტურად. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად რეალური მოლოდინი, რომ 60% იქნება „ქართული ოცნების" შედეგი, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დანარჩენი დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
უპრეცედენტოდ მაღალია ჩვენი მხარდაჭერა ამ არჩევნებზე, 928 000-იდან სავსებით რეალურია, რომ მილიონს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს ჩვენმა მხარდაჭერამ, ეს არის ჩვენი მოლოდინი", - განაცხადა პრემიერმა.