ცნობილი დირიჟორი, საზოგადოება ,,ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს არჩევნების შემდეგ ,,ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს დამნაშავეები პოლიტიკასა და მედიას."
სვიმონ ჯანგულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„რაც არ უნდა მარტივი ან სწორხაზოვანი ჩანდეს ხელისუფლების პოზიცია, დღეს ეს პოლიტიკური ძალა დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მშვიდობის, სულიერებისა და ჰუმანიზმის მხარეს. მეორე მხარეს კი დგანან ოლიგარქების მიერ დაფინანსებული რადიკალები, ვინც ჰკლავდნენ და ჰკლავენ, ლანძღავდნენ და ლანძღავენ - გალაკტიონს, თამარს, ერეკლეს, ილიას, ვაჟას, აკაკის, ანზორ ერქომაიშვილს, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, ოთარ ჭილაძეს, ზაქარია ფალიაშვილს, იოსებ კეჭაყმაძეს, ნონა გაფრინდაშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილს, დავით წერედიანს, პატრიარქ ილია II და მთელ ეკლესიას, და რა ვიცი, ვის აღარ...
ეს სახელები და მათ მიერ შექმნილი ღირებულებები და მემკვიდრეობა, შეიძლება პატარა, ტიკ-ტოკერი მომიტინგეებისათვის [ჯერ-ჯერობით] არაფერს ნიშნავს. მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სწორედ ისინი არიან საქართველო? ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუკი ჩვენს ავტორიტეტებს, ჩვენს მოღვაწეებსა და კულტურულ საგანძურს გაანადგურებენ, სწორედ ამით გვაქცევენ უსახო, "ტექნიკურ" მასად, "ბიო-მასად" (ოდიოზურმა გია ბუღაძემ რომ გვიწოდა ერის უმრავლესობას), რომელსაც მერე ძალიან ადვილად შეასაღებენ მკვლელ და ტირან სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურად", ყველაზე ბანძ და ქრინჯ ტუტუცს - ნიკა გვარამიას "თანამედროვე" და "Cool" ვარსკვლავად, ლაშა ბუღაძეს - ოთარ ჭილაძედ, რატი ამაღლობელს - გალაკტიონად, უშიკიშვილს - ანზორ ერქომაიშვილად, ლევან ბერძენიშვილს - მეცნიერად, ნოდარ ლადარიას - მოაზროვნედ, მავან უნიჭო რეჟისორუკას - სტურუად და ჩხეიძედ, შეუმდგარ, დილეტანტ და ნოტების თუ სამუსიკო თეორიის არ მცოდნე "არანჟიროვშიკებს" - გია ყანჩელად, ჯანსუღ კახიძედ და ზაქარია ფალიაშვილად...
საქართველო, თუ მშვიდობა იქნა [და ესე იგი, თუ ახლა იმ ხალხმა ვერ გაიმარჯვა, ვისაც უჯობს, რომ თბილისს რაკეტების ცეცხლი სწვავდეს (ლომჯარია), და ვისაც სურს, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინის ომში ჯარსა და შეიარაღებას აგზავნიდეს, ვისაც სურს, რომ რუსეთს დავეჯახოთ, 90-იანი წლებივით გავიყინოთ და ჩავბნელდეთ], 4-5-10 წელიწადში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, დასავლური თანამეგობრობის ღირსეული წევრი.
"ქართული ოცნება" კი, ვალდებულია, ერთხელ და სამუდამოდ გასწმინდოს ქართული პოლიტიკა და საზოგადოება ნაციზმისაგან. ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში, უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში, მედიაში და საჯარო პოლიტიკურ-სახელისუფლებო თანამდებობებზე მუშაობა. როგორც ფაშისტებს გერმანიაში, აი ისე ზუსტად - იყვნენ ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებასა და სპორტში.. მაგრამ, არა იქ, სადაც პოლიტიკაა...
26-ში საქართველო კიდევ ერთხელ ეტყვის არა-ს მკვლელებისა და დამნაშავეების პარტიას.
ამის შემდეგ კი, ხელისუფლებას მართებს, ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს დამნაშავეები ჩვენს პოლიტიკასა და მედიას.
არა - კოლექტიურ ნიკა გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძესა და ლომჯარიას! არა კოლექტიურ სააკაშვილს! არა ბუღაძეებს, ლადარიებსა და მეგის ქარდავებს!"