ბიძინა ივანიშვილმა ძალიან გასაგებ ენაზე, მარტივად, კიდევ ერთხელ ახსნა ის ვითარება, მდგომარეობა და ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და გუნდი მისი ხელმძღვანელობით დგამს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„დამერწმუნეთ, რომ იმ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზში, რაც გუშინ ბატონმა ბიძინამ შემოგვთავაზა, საზოგადოების თითოეული ჯანსაღად და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი კიდევ ერთხელ ამოიკითხავდა ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც გაუმკლავდა ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.