ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ სერია A-ს რამდენიმე კლუბმა მას ფეხბურთში დაბრუნება შესთავაზა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ დაუბრუნდნენ ფეხბურთს.
„იყო სერია A-ს გუნდები, რომლებიც დამიკავშირდნენ. ცოტა დამაფიქრეს კიდეც. რთული იქნებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ თამაშობენ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად თამაშობ. სერია A-ში დასაბრუნებლად ბევრი ვარჯიში დამჭირდება, თუმცა ორ თვეში მზად ვიქნები“, - თქვა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა, ფეხბურთიდან კი, 2017 წელს წავიდა. ამჟამად ის 48 წლისაა.