ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და საუდური „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა საყვარელი საქმე ვაკეთო. ღმერთმა დაგვიფაროს!“ - დაწერა ნეიმარმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი, რომელმაც მძიმე ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გამოტოვა, საუდურ კლუბს დაუბრუნდა. ის მოედანზე აზიის ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში არაბეთის გაერთიანებულ საემიროების „ალ-აინთან“ გავიდა. შეხვედრა ორშაბათს, 21 ოქტომბერს გაიმართა. ნეიმარმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მინდორზე 77-ე წუთზე შეცვლაზე შვიდა. „ალ-ჰილალმა“ ანგარიშით 5:4 მოიგო.