რადიკალების მორიგი შეტევა ფეხბურთელებზე

რადიკალების მორიგი შეტევა ფეხბურთელებზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ჩვეულ მეთოდს მიმართეს და სოციალურ ქსელში ფეხბურთელებზე შეტევა დაიწყეს.

„მოიცა და აი მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატო არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს. საქართველოს ღალატის მონაწილეები ხართ ტალახაძიან ლოჩოშვილიანად, ეგ არ დაგავიწყდეთ "ჯიგრებო"! მაგ ჭუჭყს ვერასოდეს ჩამოირეცხავთ“, - წერს „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ალეკო ელისაშვილი.

„ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში. არცერთი სხვა, კიტეც კი არ გამიტყდა ეგრე. აი ლოჩოშვილი როგორ გახდა მაგ პარტიის საკუთრება
როცა ახალგაზრდა ხარ და შენს საქმეს ძალიან მაგრად აკეთებ, რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს ნებისმიერი პარტია და განსაკუთრებით ახლა, ამ რეალობაში, ქართული ოცნება.
ვაახ, ძაან გამიტყდა“, - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.