გივი მიქანაძე: სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქის“ დირექტორი, ნუგზარ ხოზრევანიძე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია, „ალტერნატივა ენჯეოს“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია

გივი მიქანაძე: სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქის“ დირექტორი, ნუგზარ ხოზრევანიძე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია, „ალტერნატივა ენჯეოს“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია

ქართული ოცნებისდეპუტატმა, გივი მიქანაძემ, 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა და იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა დაქართული ოცნებისსაწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული.

მან ისაუბრა სადამკვირვებლო ორგანიზაციაზეკრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორი და გამგეობის წევრები, “ნაციონალურ მოძრაობასთანდასტრატეგია აღმაშენებელთანარიან კავშირში. ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციაახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვისთავმჯდომარე ლაშა ადამია, აჭარის ენმ-ის.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.

ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციაკრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი, ნუგზარ ხოზრევანიძე, 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე - „გაყალბებული არჩევნები“. იგინაციონალური მოძრაობისაქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას. მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგ ხოზრევანიძე აჭარის ენმ-ის პიარ მენეჯერი. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზესტრატეგია აღმაშენებლისმიერ დანიშნული წევრია.

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციადახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის ენმ-ის წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზეალტერნატივა ენჯეოდასაზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რომელთა თავმჯდომარეებიცნაციონალურ მოძრაობასთანარიან კავშირში.

ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაციებიალტერნატივა ენჯეოდასაზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. “ალტერნატივა ენჯეო“- თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიცნაციონალური მოძრაობისპარტიის წევრია; ხოლო, ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, შეწირული აქვს პარტიაახალი“-თვის  7000 ლარი. რაც შეეხებასაზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრისთავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდეერთიანი ნაციონალური მოძრაობისაქტიური მხარდამჭერია.” - განაცხადა მიქანაძემ.