გივი მიქანაძე: ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან

გივი მიქანაძე: ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება

"დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა დაქართული ოცნებისწინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული.

შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 დაქართული ოცნებისსაწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდსამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიცნაციონალურ მოძრაობასთანდაახალთანარის აფილირებული, ჩვენს მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია.

25 სექტემბრის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ცესკოში რეგისტრაცია დამატებით გაიარა 53-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „ქართული ოცნებისმიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა მონიტორინგი, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად. კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებულიქართული ოცნებისწინააღმდეგ მრავალი წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე ფაქტობრივად 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიისქართული ოცნებისსაწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს ჩვენ საუბარი.

შესაბამისად, საჯარო წყაროებზე დაფუძნებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი (52%) ეწევაქართული ოცნებისსაწინააღმდეგო საქმიანობას.

ახლა, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.

ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციაკრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე - „გაყალბებული არჩევნები“. „იგი ნაციონალური მოძრაობისაქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.

მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგი ხოზრევანიძე აჭარისერთიანი ნაციონალური მოძრაობისპიარ მენეჯერია. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზესტრატეგია აღმაშენებლისმიერ დანიშნული წევრია.

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციადახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარისერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.

ანალოგიურად, ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაციაალტერნატივა ენჯეოდა ორგანიზაცია  საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. ალტერნატივა ენჯეო“- თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიცნაციონალური მოძრაობისპარტიის წევრია; ხოლო ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს შეწირული აქვს პარტიაახალი“-თვის  7000 ლარი. რაც შეეხებასაზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრისთავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყოერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდეერთიანი ნაციონალური მოძრაობისაქტიური მხარდამჭერია.

საზოგადოების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ოთხი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათ დასახელებებს- „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეოდასაზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რეალურად ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია, რისი დადასტურებაცაა შემდეგი გარემოება: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთხივე ორგანიზაციის სახელით ერთი და იგივე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა. უშანგი მიქელაძეერთიანი ნაციონალური მოძრაობისაქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერერთიანი ნაციონალური მოძრაობისსასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.

საყურადღებოა დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული ორგანიზაციაქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე - ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, . ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობისმიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაციაეი პი ემ ჯორჯიასდა  ორგანიზაციასამოქალაქო ერთობისსახელით მოითხოვა ერთი და იგივე მინდობილმა პირმა - ივანე ბურდულმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკო- თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმაერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაციასამოქალაქო ერთობა“- ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს 2016 წელსახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“- სასარგებლოდ 3000 ლარიანი შემოწირულობა უფიქსირდება.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შეწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მიღებული  შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!

აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთქართული ოცნებისოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს".