ვატო შაქარიშვილი:

ვატო შაქარიშვილი: "(შიგ)ევროპული მარცხი მოლდოვასა და საქართველოში"

ორგანიზაცია "ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარშვილი საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"(შიგ)ევროპული მარცხი მოლდოვასა და საქართველოში

გუშინ, ბრიუსელისა და ვაშინგტონის ფარისევლური, მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირებული ბიუროკრატია დამარცხდა საქართველოშიც და მოლდოვაშიც! მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, მოლდოვაში დაიხურა და აიკრძალა ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი ტელევიზიები, აუცილებელი გახდა, აწ უკვე ევროპულ ღირებულებად ქცეული სიყალბისა და მანიპულაციის გამოყენება, იმისათვის რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამართულ რეფერენდუმში გადაელახათ 50%-იანი ზღვარი. ხმების დათვლის მთელი პროცესი, ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ მიდიოდა. ბიულეტენების 70%-ის დათვლის შემდეგ 52.3% უარყოფით პასუხს აფიქსირებდა. ასეთი უპირატესობა ნარჩუნდებოდა უბნების თითქმის 97% დათვლამდე, მაგრამ 3-4%-ის დათვლა მთელი ღამის განმავლობაშიგაიწელადა  მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა 0.3%-იანი სხვაობის დადება გაწევრიანების მომხრეთა სასარგებლოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უბნები  საზღვარგარეთ მდებარეობდა.

უდიდესი ზეწოლის, მასშტაბური ევრო-ისტერიის, ოპოზიციური პარტიების და მედიების აკრძალვის ფონზე ასეთი შედეგის მიღებას, არ მგონია ისევნათელ ფერებშიხედავდეს ჯოზეფ ბორელი! ეს იყო მკაცრი სილა, რომელიც მოლდოველმა ხალხმა ბრიუსელის და ვაშინგტონის ბიუროკრატიას გაულაწუნა.

დიდი იმედგაცრუება მიიღეს თბილისშიც! ევროკავშირის, აშშ-ის კონგრსის, სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, ბორელის, მიშელის,  საელჩოების, სრულიად ოპოზიციური პარტიების, ენჯეოების, 5 ტელევიზიის, სოც-მედიის, დიდი ფულის და გრძელვადიანი კამპანიის მუშაობის მიუხედავად სრული კრახით დასრულდა ფსევდოევროპული მარში, როგორც შეკრებილთა რაოდენობის, ასევე შინაარსის და ეფექტურობის თვალსაზრისით!

სანდუ და მისი პატრონები უკვე რუსეთის ჩარევას ადანაშაულებენ განცდილ მარცხში. ცხადია, საქართველოს შემთხვევაშიც სხვაგან დაიწყებენ მათი საბოლოო განადგურების მიზეზების ძებნას, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ ექნება!  სინამდვილეში ერთადერთი დამნაშავე თავად ევრობიუროკრატიაა!

ასე ხდება, როდესაც თეთრზე ამბობ შავს! როდესაც სისხლიანი დამნაშავის გათავისუფლებას და უდიდესი ქველმოქმედის დასჯას ითხოვ! როდესაც კეზერაშვილს უმწიკვლო მედიამენეჯერად ასახელებ! როდესაც, ნიკა გვარამიას ჟურნალისტიკის განვითარებისთვის აჯილდოებ! როდესაც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვი! როდესაც მთავარ ევროპულ ღირებულებად ლგბტ იდეოლოგიას წარმოაჩენ! როდესაც უხეშად ერევი სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში! როდესაც გინდა შენი ინტერესებისთვის სხვა ქვეყანა გამანადგურებელ ომში ჩაითრიო! ასე ხდება, როდესაც მოლდოვაში ნათელ ფერებს ხედავ და საქართველოში სიბნელეს!

ასე ხდება, როდესაც შენი პოლიტიკა მხოლოდ სიცრუეზე, ორმაგ სტანდარტსა და ფარისევლობაზე დგას!

ასე ხდება, როდესაც უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მოინდომებ წასვლას!

ასე, რომ მარცხის მიზეზები (შიგ)ევროპაში ეძებეთ!!!" https://www.facebook.com/share/5v2imQ7BHkZQTeAm/?mibextid=CTbP7E