როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი - რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც “ფაცეზე” ,,აკაკუნებს”, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ბითაძე ეხმიანება რადიკალების მიერ “ქართული ოცნების” ახალ სარჩევნო კლიპში მონაწილე სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიმართ წარმოებულ ბულინგის კამპანიას. მისი თქმით, უკვე გასაგებია რომ კამპანიაში მონაწილეებს პოლიტიკის არაფერი ესმით, მაგრამ ისინი თანდათან კომიკურებიც ხდებიან.
“როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი - რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც ფაცეზე ,,აკაკუნებს”, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება.
გავიგე, რომ პოლიტიკაში არაფერი გესმით და ეს ქვეყანა თუ ,,გაიშარება,, პირველები გაიქცევით აქედან, მაგრამ უკვე ძალიან კომიკურად რომ გამოიყურებით თუ ხვდებით?!” - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.