ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე: ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარება დღესაც

ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე: ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარება დღესაც

ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას ასე ვთქვათ. ამ გახარიას პარტიის წევრებს, არასოდეს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწართან, ამის გვერდით რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, - განაცხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, გიორგი გახარიას დაუმტკიცებენ, რას და რატომ აკეთებდა, როგორ ეხმარება დღესაც "ნაციონალურ მოძრაობას", ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევს.

ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გახარიასა და მისი გუნდის მიმართ უფრო მეტი გაღიზიანება აქვს, ვინაიდან ისინი პარლამენტში სწორედ "ქართული ოცნების" მანდატით შევიდნენ, ხოლო დღეს, "ნაცმოძრაობაზე" უარესსაც აკეთებენ.

"რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდანაციონალური მოძრაობისმოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლო დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული, რა თქმა უნდა ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება.  უფრო მეტი გაღიზიანება მასზე და მისი პარტიის წევრებზე მაქვს, ისინიქართული ოცნებისწევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომნაციონალური მოძრაობისნარატივს ერთი-ერთში იმეორებენ და უარესსაც ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც. მე კიდევ ვიმეორებ, რომ შორს ვარ იმისგან, რომ  ამომრჩევლის დასჯაზე უნდა განაცხადოს, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ." -  აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

მერაბ.g შენ მაინც არა ხარ სულელი! გახარია თუ ნაცის თუ გარეშეს საქმეს აკეთებდა, 2021 წლის თებერვალში კი არ გადადგებოდა, არამედ 2-3 თვის წინ როცა აქ არჩენების გაყალბების მოტივით ქვეყანა ინგრეოდა, გადადგებოდა და ერთს იტყოდა - არჩევნები გაყალბდაო და მორცენილი იყო ივანიშვილიც და ოცნებაც!!! არა? ის წავიდა მაშინ, როცა ნახა რომ ქოცები თვითდაზიანების, საკუთარ ფეხებში სროლის გზას დაადგნენ და არაფრის გაგონება არ უნდოდათ! შედეგიც მიიღეს - სხვის ბრძანებით გაშვებული მელია და 19 აპრილის სამარცხვინო შეთანხმება!
1 თვის უკან