ლევან ნიკოლეიშვილი: 26 ოქტომბერს ყველას დავანახვებთ, რომ საქართველოში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და ვერავითარი გარე ძალების ჩარევა, ვერავითარი რადიკალური ძალების მობილიზება და რაღაც სპექტაკლებით მანიპულირება, მათ ვერ უშველის

ლევან ნიკოლეიშვილი: 26 ოქტომბერს ყველას დავანახვებთ, რომ საქართველოში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და ვერავითარი გარე ძალების ჩარევა, ვერავითარი რადიკალური ძალების მობილიზება და რაღაც სპექტაკლებით მანიპულირება, მათ ვერ უშველის

როგორ შეიძლება, ძველი მეთოდებით ჩატარებული არჩევნების ქვეყანას შეადარო, არჩევნების ახალი, თანამედროვე მეთოდებით ჩამტარებელ ქვეყანას?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მოლდოვასა და საქართველოს შედარებისას.

იგი მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა და საქართველოში არსებულ რეალობაზეც ისაუბრა. კერძოდ, გარე ძალების ჩარევის მცდელობებზე. მისივე თქმით, უცხო ქვეყნების ჩარევა, რომელი სახელმწიფოსგანაც არ უნდა მოდიოდეს, მიუღებელია.

„ჯერ ერთი, ადამიანები აღიარებენ, რომ ეს არის სუსტი სახელმწიფო. მეორე, რომ მათი პრეზიდენტი არ არის რეიტინგული და იგი პირველივე ტურში პრეზიდენტი ვერ გახდა და მესამე, თავად ევროკავშირის იდეა ხალხში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს - 50%-ს ნამდვილად არ უნდა და მეორე 50 %-ს უნდა თუ არა, ესეც კიდევ საკითხავია.

ჩვენ ჩარევებს, დიქტატებს რომ უარს ვეუბნებით, ღირსეულად რომ ვიქცევით, სწორედ ამის გამო გვებრძვიან. ეს არის რეალობა და ეს არის ნამდვილი სურათი. 26 ოქტომბერს ყველას დავანახვებთ, რომ საქართველოში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და ვერავითარი გარე ძალების ჩარევა, ვერავითარი რადიკალური ძალების მობილიზება და რაღაც სპექტაკლებით მანიპულირება, მათ ვერ უშველის. აქ გაიმარჯვებს ქართველი ხალხის ნება, ღირსება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ევროკავშირი იქნება, ნატო იქნება თუ ასე შემდეგ, საქართველოსთან შანტაჟით საუბარს თავი უნდა დაანებონ. ჩვენ ვიცით რა გვინდა და ის რა გვინდა, არის ეროვნული ინტერესები - პირველ ყოვლისა, ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურის გაფრთხილება. ეს სახელმწიფო, ჩვენ, დიდი ხანია მოვდივართ და ვერავინ მოგვერია“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.