მარკ რუტე: ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა მნიშვნელოვანი ესკალაციაა

მარკ რუტე: ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა მნიშვნელოვანი ესკალაციაა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა მნიშვნელოვანი ესკალაციაა.

მარკ რუტემ სატელეფონო საუბარი გამართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან.

მხარეებმა ნატოსა და სეულს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის გვერდით საბრძოლველად მნიშვნელოვანი ესკალაციის ნიშანია", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.