მაია ბითაძე: ძალიან სამარცხვინო და შემაშფოთებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი განცხადება, რომელიც პირდაპირ მუქარის, აგრესიის, ზეწოლის იმ ნიშან-თვისებებს შეიცავს, რაც საბჭოთა კავშირს ახასიათებდა

მაია ბითაძე: ძალიან სამარცხვინო და შემაშფოთებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი განცხადება, რომელიც პირდაპირ მუქარის, აგრესიის, ზეწოლის იმ ნიშან-თვისებებს შეიცავს, რაც საბჭოთა კავშირს ახასიათებდა

ძალიან სამარცხვინო, არადიპლომატიური და შემაშფოთებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება არათუ მეგობრულ ურთიერთობებს, არამედ პირდაპირ მუქარის, აგრესიის, ზეწოლის იმ ნიშან-თვისებებს შეიცავს, რაც საბჭოთა კავშირს ახასიათებდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ.

წამყვანმა მას ჰკითხა, გუშინდელ აქციაზე რა დაინახა დასავლეთმა, რადგან აქციის გამომსვლელები ამბობდნენ, რომ დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გვინდა ევროპაო და არის თუ არა ამის პასუხი ევროკავშირის 13 ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ასეთი პათოსია, რომ საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს.

„ამ ორ [აქციას და განცხადებას] ერთმანეთს არ დავაკავშირებდი, პირიქით, ურთიერთ გამომდინარეები არ არიან და ეს არის ერთი მთლიანის ნაწილი. ეს არის პიარკამპანიის დიდი ნაწილი, სადაც რადიკალები შიგნიდან [საქართველოდან] და ზოგიერთი უცხოელი გარედან ცდილობს შექმნას ერთიანი სურათი, თითქოს საქართველოში ცა ჩამოიქცა და ვიღაცამ დემოკრატიაზე უარი თქვა. ეს სიცრუე დიდხანს ვერ გასტანს. აუცილებლად ჩამოიქცევა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე არის ჩამოქცეული. ძალიან სამარცხვინო, არადიპლომატიური და შემაშფოთებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება არათუ მეგობრულ ურთიერთობებს, არამედ პირდაპირ მუქარის, აგრესიის, ზეწოლის იმ ნიშან-თვისებებს შეიცავს, რაც საბჭოთა კავშირს ახასიათებდა. რაც შეეხება რადიკალებს, მათი მიზანია არჩევნების შემდგომ თქვან, რომ აი ხომ ხედავთ რამდენი ვიყავით [აქციაზე] და არჩევნები გაგვიყალბესო. ძალიან მიხარია, რომ ამ 13 სახელმწიფოს არ შეუერთდა ევროკავშირის 14 სახელმწიფო და იმედი მაქვს, და დავინახეთ კიდეც ევროპარლამენტის ბოლო სხდომაზე, რომ რჩებიან პოლიტიკოსები, რომლებიც „ქართული ოცნების“ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად კარგად ხვდებიან თუ რამხელა სიცრუის მანქანასთან გვაქვს საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს“, - აღნიშნა ბითაძემ.