მაია ბითაძე: მთავარი ფაქტორი, რასაც ოპოზიცია იყენებს ზოგიერთი უცხოელის მხარდაჭერით თითქოს რაღაც კურსის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, არის საუკუნის აფერა

მაია ბითაძე: მთავარი ფაქტორი, რასაც ოპოზიცია იყენებს ზოგიერთი უცხოელის მხარდაჭერით თითქოს რაღაც კურსის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, არის საუკუნის აფერა

საქართველოს მოქალაქემ დაინახა, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიცრუის მანქანა და ძალიან ბევრი გულანთებული მოქალაქე იყო მოტყუებული. ეს ორი კანონი, რომელიც გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეხება, იყო გამოყენებული მექანიზმად იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე დაერწმუნებინათ, რომ ისინი ხვალიდან რუსეთში გაიღვიძებდნენ და ამ ქვეყანაში ჩამოიქცეოდა ყველაფერი. ყველამ დაინახა, რომ არა თუ რამე ჩამოიქცა ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა, პირიქით, აქტიურად მიმდინარეობს მათი დარეგისტრირება, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია ვეღარ ახერხებს მოქალაქეების მოტყუებას. მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალების მცდელობა შეიყვანოს შეცდომაში ამომრჩეველი შეცდომაში, თითქოს საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის საგარეო კურსი, საუკუნის აფერაა.

„მთავარი ფაქტორი, რასაც ოპოზიცია იყენებს ზოგიერთი უცხოელის მხარდაჭერით თითქოს რაღაც კურსის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, რაც არის საუკუნის აფერა. არის სამარცხვინო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ისტორიას სამარცხვინოდ ჩაეწერება ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობაში. დასრულდება არჩევნები და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. განახლდება მოლაპარაკებების პროცესი და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას უფრო იგრძნობს საქართველოს მოქალაქე თავის ჯიბეზე, საერთოდ ჩამოიქცევა მითი იმაზე, რომ რომელიმე რადიკალი ოდესმე ზრუნავდა სახელმწიფოზე. საბოლოო ჯამში ყველა დავინახავთ, რომ ეს არის თავყრილობა ადამიანებისა, რომლებზეც ყველაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან მოღალატეები, რომლებიც მერამდენე წელია აქტიურად ცდილობენ, რომ საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხარონ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.