„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

ცირა კვარაცხელიას განცხადებით, მას შემდეგ რაც პირადობის ჩამორთმევის ფაქტების შესახებ გაიგო, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა.

კვარაცხელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პოლიციაში უჩივის და კონკრეტულ პირებს ასახელებს. სახელდება ანა წითლიძეც.

ამ ადამიანების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ ოცნების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამაც ისაუბრა.