საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2025 წლის ბიუჯეტში ზრდა იქნება ყველა მიმართულებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველად პროექტთან შედარებით, პენსიების ნაწილში სერიოზულად იზრდება ბიუჯეტი.
„ბიუჯეტის ზრდა გვექნება ყველა მიმართულებით, მათ შორის როცა საქმე ეხება კულტურას და სპორტს, გვექნება სერიოზული მატება, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილია. პენსიების ნაწილში პირველადი პროექტი რაც იყო წარდგენილი, იმასთან მიმართებით სერიოზულად იზრდება ჩვენი ბიუჯეტი. ყველა მიმართულებით, რაც გვაქვს პროგრამაში წარმოდგენილი, ყველა შესაბამისი ფინანსური რესურსი იქნება ასახული ბიუჯეტში, რომელიც უკვე ახალი სახით იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე დეკემბრის დასაწყისში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.