საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება.
„რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის ის, რომ სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება, მაშინ, როდესაც საქართველოში დღეს ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. არავითარი პრეტენზიის საფუძველიც კი არ არსებობს. მოლდოვაში კანდიდატები პირდაპირ ჩახსნეს, რეგისტრაცია გაუუქმეს თითიდან გამოწოვილი საბაბით. საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ყველა თვალსაზრისით. არის სამართლიანი, კონკურენტული გარემო. ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი სიცრუით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ", - განაცხადა პრემიერმა.