„ნაცების“ ოთხეულის მარში, თუ პრაიდი, როგორც სოცქსელების მომხმარებლები უწოდებდნენ, ჩაატარეს და ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა. იყო წინასაარჩევნო აქცია და ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდება არ ისმოდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელი აქციის შეფასებისას.
რას ფიქრობს იმაზე, რომ ოთხი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე, სცენაზე არ გამოსულან თავად ოპოზიციის წარმომადგენლები.
„თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. „ნაცების“ ოთხეულის მარში, თუ პრაიდი, როგორც სოცქსელების მომხმარებლები უწოდებდნენ, ჩაატარეს და ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა. იყო წინასაარჩევნო აქცია და ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდება არ ისმოდა. [იყო] ყალბი მოწოდებები ევროპის სახელით შეფუთვასთან დაკავშირებით და ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, რომ კი ბატონო მინდა ევროპა და მაინცდამაინც თქვენი ბნელი წარსულისკენ თუა ევროპა, მოვტყუვდი, დავიჯერე და ხმა ვის მივცე?! ამაზე პასუხი არ იყო მთელი დღის განმავლობაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.