ჯენიფერ ლოურენსი მეორე შვილს ელოდება. ინფორმაცია მას შემდეგ დადასტურდა, რაც ოსკაროსანი მსახიობი შაბათს ღამით ლოს-ანჯელესში სადილზე შენიშნეს. ჯენიფერს ფეხმძიმობისგან მუცელი დასტყობოდა. მოგვიანებით ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალ Vogue-თან დაადასტურა. დამატებითი დეტალები ბავშვის დაბადების თარიღსა და მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ ცნობილი არაა.
ჯენიფერმა 2019 წელს ნიუ-იორკის გალერეის დირექტორზე, კუკ მარუნზე, იქორწინა. როგორც ცნობილია, წყვილი ერთმანეთს მეგობრების დახმარებით შეხვდნენ. 2022 წელს კი, მათ პირველი საერთო შვილი ეყოლათ.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჯენიფერის მეორე დოკუმენტური ფილმი, Zurawski v Texas, გამოვა. ფილმში, რომელიც მან ჰილარი კლინტონთან ერთად მოამზადა, ნაჩვენებია ტეხასში არსებული აბორტის საწინააღმდეგო მკაცრი კანონის შედეგები და დაზარალებული ქალების ისტორიები. ცნობისთვის, ლოურენსმა პირველი დოკუმენტური ფილმი Bread & Roses, ავღანელი ქალების შესახებ გადაიღო.