იმას, რაც მოლდოვაში ხდება საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის რეფერენდუმთან დაკავშირებით, მარტივად ჰქვია უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა საგარეო კურსის შეცვლის მიზნით! ჩარევაცაა და ჩარევაც, ეს არის უხეშობა, რეალურად ხელის გადაგრეხა და ძალადობა, მნიშვნელობა არა აქვს ამერიკელების მხრიდან იქნება თუ ჩინელების, რუსების თუ ევროკავშირის მხრიდან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მოლდოვას მაგალითზე გარე აქტორები შეიძლება დაფიქრდნენ, რომ საქართველოში ბინძური თამაშები არ გამოვა და თუ კიდევ ერთხელ შეეცდებიან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, 26 ოქტომბერს მათი კრახი გარდაუვალია.
„იმას, რაც მოლდოვაში ხდება საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის რეფერენდუმთან დაკავშირებით, მარტივად ჰქვია უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა საგარეო კურსის შეცვლის მიზნით! ჩარევაცაა და ჩარევაც, ეს არის უხეშობა, რეალურად ხელის გადაგრეხა და ძალადობა, მნიშვნელობა არა აქვს ამერიკელების მხრიდან იქნება თუ ჩინელების, რუსების თუ ევროკავშირის მხრიდან. თუმცა აქვე უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მოლდოვას თავისი გზა აქვს და ჩვენ ჩვენი, შედარებებზე ბევრს ნუ იწვალებენ, ჩვენ ვიცით რა და რისთვის გვინდა, რაც მთავარია ღირსებას არავის გავათელვინებთ. ამ ფაქტის გათვალისწინება ყველას მოუწევს, მნიშვნელობა არა აქვს მოსწონს ეს გარე მოთამაშეებს თუ არა. ისე წარმომიდგენია, უკრაინაშიც, რომ ჩატარდეს მსგავსი რეფერენდუმი ( ვიცი, რომ ვერ ჩატარდება, თუნდა ომის გამო და თუნდაც ტერიტორიების დაახლოებით 20/25 % უკონტროლოა), რა შედეგი დადგებოდა?! ისევ საქართველოს, რომ დავუბრუნდეთ, გუშინდელმა მარშმა, ბევრი რამ კიდევ ერთხელ დაგვანახა: პრეზიდენტი არაადეკვატურია, ოპოზიცია იმ დონემდეა გაკოტრებული, რომ ლიდერები ტრიბუნაზე ასვლას ვერ ბედავენ, მათ ძალიან ცოტა რაოდენობა უჭერს მხარს, ბევრი ალბათ მაინც კონცერტზე მოვიდა.... ახლა გეგმების გადაწყობა და გადალაგება მოუწევთ, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მოლდოვას მაგალითზე გარე აქტორები შეიძლება დაფიქრდნენ, რომ აქ ასეთი ბინძური თამაშები არ გამოვა, შესაბამისად წესით ტონიც უნდა იცვალონ და გეგმებიც, თუ პირიქით მოლდოვას მაგალითმა სიმხნევე შემატა მათ და კიდევ ერთხელ შეცდებიან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, 26 ოქტომბერს აუცილებლად გამარჯვებით დაუმტკიცებთ, რომ მათი კრახი გარდაუვალია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.