თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მოძრაობა FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა. France Press-ის ინფორმაციით, ის 83 წლის იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, გიულენი საავადმყოფოში კვირას დაიღუპა.
წარსულში გიულენი და ერდოღანი მოკავშირეები იყვნენ, თუმცა 2016 წელს თურქეთის პრეზიდენტი ის და მისი მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.
1999 წლიდან ის აშშ-ში ცხოვრობდა.