ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთნი არიან ესენი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და ამით გავიდნენ ფონს. გამორიცხულია

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთნი არიან ესენი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და ამით გავიდნენ ფონს. გამორიცხულია

ოპოზიციურ პარტიებს წევრები და უბნის თავმჯდომარეები ტოვებენ. ამასთან დაკავშირებით შეფასებები კეთება მმართველ გუნდში. კომენტარი თემაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

„​რაც შეეხება იმას, რადიკალებს რომ ტოვებს საზოგადოება. რატომ? იმიტომ რომ იშიფრებიან. თქვენ ნახეთ, მაგალითად გახარია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა მოღალატეობრივი საქმიანობით, გადაბარგდა „ნაცებში“. „ნაცები“ გადმობარგდნენ „გახარიასთან“ და „ლელოში“. ამიტომ, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად არ არსებობს, გადანაწილებული ჰყავთ ამათ. ჩვენც ამას ვამბობდით, რომ ერთნი არიან ესენი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და ამით გავიდნენ ფონს. გამორიცხულია“, - აცხადებს ზარქუა.