მოლდოვაში ევროინტეგრაციის წინააღმდეგ 56,5%-მა მისცა ხმა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი მაია სანდუმ 35,56% მიიღო - პროტოკოლების 50%-ის წინასწარი შედეგები ცობილია

მოლდოვაში ევროინტეგრაციის წინააღმდეგ 56,5%-მა მისცა ხმა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი მაია სანდუმ 35,56% მიიღო - პროტოკოლების 50%-ის წინასწარი შედეგები ცობილია

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების და ევროკავშირში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან.

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, პროტოკოლების 50%-ის ანუ ბიულეტენების მესამედის დამუშავების წინასწარი შედეგები ასეთია: მაია სანდუ - 35,56%, ალექსანდრ სტოიანოგლო - 29,31%.

წინასწარი მონაცემებით, ასევე პროტოკოლების 50%-ს დამუშავების შედეგად დაფიქსირდა, რომ კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანას მხარს 43,5% უჭერს მხარს, წინააღმდეგი კი 56,5%-ია.