კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი პასკალ ლოტასი: ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, მოქცეულია გიგანტებს შორის - მთავარი კითხვაა, როგორ შეინარჩუნებ საკმარისად უსაფრთხო პოზიციას, რათა არ გახდე მარიონეტული ომის პლაცდარმი

კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი პასკალ ლოტასი: ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, მოქცეულია გიგანტებს შორის - მთავარი კითხვაა, როგორ შეინარჩუნებ საკმარისად უსაფრთხო პოზიციას, რათა არ გახდე მარიონეტული ომის პლაცდარმი


ლაშა კასრაძე
პასკალ ლოტასი

ფოტო: ვიდეო/კადრი

პატარა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს იგივე, რაც დიდმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ანუ ის, რაც მის საუკეთესო ინტერესებშია, - განაცხადა კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პასკალ ლოტასმა, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ნეიტრალიტეტის საკითხზე პროგრამას ხელმძღვანელობს.

„იმედის“ სპეციალურ გადაცემაში მან უპასუხა ექსპერტ ლაშა კასრაძის კითხვას, რა უნდა გააკეთოს ისეთმა პატარა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა საერთაშორისო სისტემის ცვალებად გარემოში და რას ურჩევდა იგი საქართველოს მსგავს პატარა სახელმწიფოს. კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა განაცხადა, რომ არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მთავარია, როგორ შეინარჩუნებს საქართველო იმდენ მოქნილობასა და დამოუკიდებლობას, რათა ყველა მისი მეგობარი იყოს.

„რეალისტური თვალსაზრისით, პასუხი საკმაოდ მარტივია. პატარა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს იგივე, რაც - დიდმა სახელმწიფომ, ანუ ის, რაც მის საუკეთესო ინტერესებშია. ასე რომ, საკითხავია, რა დინამიკაა საქართველოს ირგვლივ, საიდან გამომდინარეობს ის, რაც მას სჭირდება, სად არის ის საფრთხეები, რომლებსაც ის აწყდება და შემდეგ როგორ უნდა იმოქმედო ამ სისტემაში, რათა დარჩე არა მხოლოდ უვნებელი, არამედ აყვავებულიც. ეს კითხვა ეხება თავად ქვეყანას.

საერთაშორისო სისტემაში ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა შეხედოს საკუთარ თავს და გაარკვიოს, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო დიდი და ეკონომიკურად აყვავებული და როგორ ჰქონდეს ბედნიერი, ჯანსაღი საზოგადოება, უსაფრთხო და ჯანმრთელი. ეს არის მთავარი კითხვა. თუ როგორ მიაღწევთ ამას, რა თქმა უნდა, რთული კითხვაა, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება თავად ქვეყნიდან და იმის ანალიზით, თუ რა ხდება მის გარშემო.

ახლა ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ასევე მოქცეულია გიგანტებს შორის, მათ შორის ირანი, თურქეთი და ევროკავშირი უფრო შორს, რუსეთი ჩრდილოეთით. როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები იძაბება, მთავარი კითხვაა, როგორ შეინარჩუნებ იმდენ მოქნილობასა და დამოუკიდებლობას, რათა ყველა შენი მეგობარი იყოს. ეს ისაა, რაც გსურთ.

გსურთ, გქონდეთ წვდომა ყველასთან და მაშინაც კი, როცა ისინი ერთმანეთს ებრძვიან, რაც ახლა ხდება რუსეთსა და „დასავლეთის ქვეყნებს“ შორის. მთავარი კითხვაა, როგორ შეინარჩუნებ საკმარისად უსაფრთხო პოზიციას, რათა არ გახდე მარიონეტული ომის პლაცდარმი“, - განაცხადა პასკალ ლოტასმა.