რა შეიძლება იყოს უცხოელებისგან გაკეთებული განცხადებების და რეზოლუციის მიზანი, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ვიხილეთ საღამოს იმ აქციაზე, რასაც ერქვა მარში და რომელიც იყო სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ესაუბროს და დამალულია. იქ სცენაზე არ მდგარან ოპოზიციური სახეები. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები დადიან მოქალაქეებთან შეხვედრებზე, ხვდებიან მათ და ცდილობენ მოიპოვონ მოქალაქეების ნდობა, ამას უნდა აკეთებდნენ წესით.
ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ ძირითადად სოციალური ქსელებიდან ხდება კომუნიკაცია მათ ამომრჩეველთან, ან ტელევიზიებიდან ან კიდევ მიკრო შეხვედრების ფარგლებში ხდება კამპანია. ეს მათი არჩევანია.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ არა აქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ ურთიერთობა პირდაპირ საკუთარ ამომრჩეველთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.