ვერც კი წარმომიდგენია, რომ მოვლენები ისე განვითარებულიყო ცოცხალი ზურაბ ჟვანიას პირობებში, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, სამართლიანობა და დემოკრატია თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გაითელა. სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.