კახა კალაძე ოპოზიციაზე:  „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, ასეა ამათი დღევანდელი საქმე

კახა კალაძე ოპოზიციაზე:  „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, ასეა ამათი დღევანდელი საქმე

ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს“.

„ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, მხარდაჭერისა და თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაღაც თავისი წრე ადამიანების ჰყავთ, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით დაშინებული ჰყავთ. აი, ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, აბსოლუტურად, რადიკალური ვითარებაა ქვეყანაში. შესაბამისად, ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ - რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? - მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ, დღეს მათი რესურსი არის ნული და ხალხს რა დამოკიდებულებაც აქვთ მათ მიმართ, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ტარდებოდა, მაშინაც გამოჩნდა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს. შემთხვევითი არ არის ის, რომ დღეს ესენი ყველა ერთად არიან. იმ ადამიანის თანაგუნდელი არიან, ვინც მაგალითად: პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, იმიტომ, რომ უთხრეს, რომ „ისინი ერთად უნდა იყვნენ“. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის მცდელობა, რომ გარედან განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ცდილობენ, რომ რაღაცა პოზიციები გაიმყარონ. ხომ იცით „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“. აი, ასეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, - განაცხადა კალაძემ.