ევროკავშირის საელჩო ზურაბიშვილის განცხადებაზე: არჩევნები ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს. ევროკავშირი ღიაა მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან

ევროკავშირის საელჩო ზურაბიშვილის განცხადებაზე: არჩევნები ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს. ევროკავშირი ღიაა მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან

ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, - ამგვარი პასუხი მიიღო „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

„თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს.

ჩვენ აგრეთვე ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი ღიაა კონსტურქციულად მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.

რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რომელიც განაახლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძირითადი ფასეულობებზე დაყრდნობით, რაზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, - აღნიშნულია საელჩოს პასუხში.

„ქრონიკამ“ საელჩოს შემდეგი კითხვით მიმართა:

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს ქარტიას და მის სამოქმედო გეგმას.

თუ შეიძლება განგვიმარტოთ, ადასტურებთ თუ არა პრეზიდენტის განცხადებას და ეთანხმებით თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საქართველოში?“

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.

ლაზი ეს ნათქვამი, ცხადია ტყუილია, მაგრამ იძულებული რომ გახდნენ, ასეთი ტყუილი მოეფიქრებინათ, ესეც რაღაცას ნიშნავს.
1 კვირის უკან