ამ ადგილას თავის დროზე შენობა იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და „სმარტ კაპიტალს“ იმისთვის, რომ ეს მართლაც უნიკალური პროექტი განახორციელეს და საქართველოს და საქართველოს სტუმრებს აჩუქეს ცივგომბორის ყველაზე ლამაზი ხედი ალაზნის ველზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეს“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ის განვითარება, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლებში აქვს, სწორედ ეს არის შედეგი იმ დათესილი მარცვლისა, რომელიც 12 წლის წინ დაითესა, როდესაც სახელმწიფომ თქვა, რომ ის მშვიდობით, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რუდუნებით, ნაბიჯნაბიჯ აღწევს შედეგებს. ქიზიყში არის ასეთი გამონათქვამი - სიღნაღის გალავანი კენჭებით არის ნაშენებიო და ეს არის იმის სიმბოლო, რომ ყველა დიდი საქმე ნელ-ნელა ნაბიჯნაბიჯ კეთდება, ჩვენ დღეს აქ ჩამოვედი კახეთის ახალი ავტობანით, რამდენიმე მონაკვეთია უკვე გახსნილი. დღეს ვხსნით ახალ სასტუმროს, რომელიც ასეთ უნიკალურ ადგილზეა, და ეს ყველაფერი არის ის კენჭი, რომელიც დადებულია საქართველოს ეკონომიკური წინსვლის და კეთილდღეობის გალავანში და ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.