ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. მისი თქმით, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განმარტება უნდა გააკეთონ.
„თუ მართლა ისე იყო, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს და თუ ბატონი ჰერჩინსკი 27 ქვეყნის სახელით საუბრობს, ელჩთან ერთად იმ დანარჩენმა ქვეყნებმაც უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით განმარტება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.