ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის და „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიების წევრების მიერ დატოვებას.
„მათი პარტიის წევრები კარგად ატყობენ, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს. ისინი კარგად აანალიზებენ, რომ „ედისონ რისერჩის“ დახატული და გაფერადებული დასკვნები მათივე პარტიის ლიდერების მხრიდან ხორციელდება. ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოაქვთ თუ რა იგეგმება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ცოტა შეშფოთებულებიც არიან და შეშინებულებიც, ვინაიდან პირდაპირ გვეუბნებიან, რომ იგეგმება პარტიის წევრებზეც თავდასხმები იმისათვის, რომ რევოლუციური მუხტი უფრო აიწიოს. ზოგი ტოვებს ამ პარტიას იქიდან გამომდინარე, რომ სინდისი და ნამუსი გააჩნია, ზოგს უბრალოდ ეშინია, რომ იმავე ქვაბში არ აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ოპოზიციური პარტიების წევრები, პარტიებს ტოვებენ რუსთავში. გაერთიანებული ოპოზიციის და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარტიის დატოვების მიზეზად, ყოფილი თანამოაზრეების და ლიდერების მხრიდან გაცემულ ცრუ დაპირებებს ასახელებენ.