ლევან მაჭავარიანი: ამ აქციას აორგანიზებენ რადიკალური ოპოზიციის ძალები, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები, უნდათ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანონ, თითქოს, ევროპული მარშია. რეალურად ეს არის „ნაცმოძრაობის“ აქცია

ლევან მაჭავარიანი: ამ აქციას აორგანიზებენ რადიკალური ოპოზიციის ძალები, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები, უნდათ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანონ, თითქოს, ევროპული მარშია. რეალურად ეს არის „ნაცმოძრაობის“ აქცია

ამ აქციას აორგანიზებენ რადიკალური ოპოზიციის ძალები, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები, ქალბატონი გიგაური, ქალბატონი ლომჯარია. ანუ, ისევ ის ხალხი, რომლებმაც დააორგანიზეს აქციები ქართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, რეალურად დღეს დაგეგმილი აქცია არა ევროპული მარში, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა.

„უნდათ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანონ, თითქოს, ევროპული მარშია. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და რეგიონებიდან მოჰყავთ თავიანთი აქტივი. საზოგადოებს თუ ისევ ტყუილში შეიყვანენ და მივლენ აქციაზე, მათ მინდა ვთხოვო - ორგანიზატორებს ჰკითხონ, რამდენიმე თვის წინ სიცრუით რომ მიიყვანეს აქციაზე, რომ ეუბნებოდნენ რომ თუ ეს კანონი იქნებოდა მიღებული, გავიღვიძებდით ჩელიაბინსკში და აიკრძალებოდა „ენჯეო“ სექტორი, აიკრძალებოდა ოპოზიციური მედიები და ვხედავთ, რომ აბსოლუტურად არ გამართლდა ეს, შეეკითხონ ორგანიზატორებს, რატომ ატყუებდნენ და შესაბამისად მათგან დასაჯერებელი არც აქციაზე იქნება რამე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.