ირაკლი ზარქუა: სიმბოლურია აქცია, რომელიც ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ დააანონსა, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს: იცით, რომ „პრაიდის“ გვერდით, ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად გეპატიჟებიან? ამას ეთანხმებით?

ირაკლი ზარქუა: სიმბოლურია აქცია, რომელიც ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ დააანონსა, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს: იცით, რომ „პრაიდის“ გვერდით, ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად გეპატიჟებიან? ამას ეთანხმებით?

აქცია, რომელიც დააანონსა დღეს ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ, პრინციპში, სიმბოლურია, -  ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი მარში.

მისი განცხადებით, თუ ის პატიოსანი მოქალაქეები, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილი, თანახმა არიან ლგბტ აქტივისტების პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში, მაშინ, მათ შეუძლიათ დღევანდელ მარშს შეუერთდნენ.

„მგონია, რომ დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ისინი ყველანი „როთები“ არიან, ჰოდა, დღეს შეკრებაა. მე უბრალოდ, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი: იცით, რომ ამ „პრაიდის“ გვერდით, ანუ  მამათმავლების გვერდით, ანუ ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად, თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ - თქვენ ამას ეთანხმებით? თქვენ მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი აქტივისტები და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? -  მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით.“ -  აღნიშნა ზარქუამ.

მისი ცნობით,  ამ და სხვა მიზეზების გამო, ბევრი ტოვებს ოპოზიციის რიგებს, ვინაიდან, ადათ-წესებით განთქმული ქართველი „პრაიდთან“ ერთად აქციებს ვერ ჩაატარებს. ზარქუამ ასევე მადლობა გადაუხადა მარშის ორგანიზატორებს, რომ ისინი კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებენ საზოგადოებას მმართველ პარტიასა და ლგბტ-საზოგადოებას შორის.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიზეზის და არა მხოლოდ ამ მიზეზის გამო, ბევრმა უარი თქვა ამ პარტიის წევრობაზე, იმიტომ, რომ გაიშიფრნენ. როგორ შეიძლება ქართველი კაცი, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, თავისი ადათ-წესებით განთქმული, ახლა ლგბტ პროპაგანდასთან და მათ „პრაიდთან“ ერთად, აქციას ატარებდეს? ამიტომ, ბევრი ტოვებს [ოპოზიციურ პარტიებს].
რაც შეეხება ორგანიზატორებს, ჩემი აზრით, კარგი ლუსტრაციაა: მათი ადგილი ამათთან ერთად არის და ამის დემონსტრირება ხდება. მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ გვეხმარებიან, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას განსხვავება ჩვენსა და ამ ლგბტ საზოგადოებას შორის. ასე რომ, აბა ჰე, თქვენ იცით ბიჭებო, კიდევ მიიყვანეთ [ხალხი] შეცდომით და აქაც კი შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას.“ -  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.