„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი ირკალი ბაღათურია პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მიზეზად პარტიის ლიდერების მხრიდან კომუნიკაციის არარსებობას და კუთვნილი თანხის მიუღებლობას ასახელებს.
„ყველა ეს ადამიანი დაუზოგავად, ერთგულად, გვერდში ვედექით. როცა შრომობს ადამიანი და ნაშრომს არ აძლევ, დაუღალავად შენს გვერდშია, რა აზრი აქვს ამ ხალხთან საერთოდ ლაპარაკი. ამ ხალხისგან უყურადღებობა რომ ვიგრძენით, ტელეფონებსაც არ პასუხობდნენ, დავტოვეთ პარტია. ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნებათ არანაირად“.-აცხადებს ირაკლი ბაღათურია.