პაატა მანჯგალაძე: არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული, ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც

პაატა მანჯგალაძე: არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული, ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც

დღეს ძალიან ბევრი უნდა გავიდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით ავავსოთ ის ხალხიც, ვინც დღეს მერყეობს და ჰგონია, რომ ცვლილებები მასზე დამოკიდებული არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ დღეს დაგეგმილ პროევროპულ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არ შეიძლება იყოს ღარიბი და დაქუცმაცებული, რასაც ხალხის ერთიანობა და სიმრავლე დაამარცხებს.

„დღევანდელ აქციაზე უნდა გავიდეთ არა ევროპისთვის, არამედ საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის იმიტომ, რომ საქართველო ჩვენ ვართ. არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.

დღეს ძალიან ბევრი უნდა გავიდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით ავავსოთ ის ხალხიც, ვინც დღეს მერყეობს და ჰგონია, რომ ცვლილებები მასზე არ არის დამოკიდებული.

საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ვირწმუნებთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ბევრი ვართ, საქართველო ჩვენ ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მერაბ.g თანახმა ვარ, ამქვეყნად ვინც მეტია იმან გაიმარჯვოს! თუ მეცოცხეები აიღებენ მეტ ხმას, დაე გვაწამონ და სხვის ომში გვათრიონ, ღირსი ვყოფილვართ! თუ არადა ამ სამკუთხათავიანი რეგვენის მოსაგები სადაა!
1 თვის უკან
კარლო ეგ ყველაფერი თქვენი დამსახურებით არის, ფაშისტებო
1 თვის უკან