რაღაცას ელიან ალბათ ისევ საზღვარგარეთიდან, იმ ბრძანების შესრულებას, რომელიც სამწუხაროდ გაისმის ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. სიმართლე გითხრათ, ასეთი მეგობრობის არ მჯერა, - განაცხადა ოპოზიციაზე მსახიობმა თემიკო ჭიჭინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა შეგრძნება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციისთვის, რადგან სხვა გეგმა აქვთ ჩაფიქრებული.
„არ ვიცი რა მზადდება და რა გეგმები აქვთ არჩევნების მეორე დღეს ოპოზიციას. მუქარების დონეზე ისმის დაპირებები, რომ რაღაც იქნება. რაღაცას ელიან ალბათ ისევ საზღვარგარეთიდან, იმ ბრძანების შესრულებას, რომელიც სამწუხაროდ გაისმის ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. სიმართლე გითხრათ, ასეთი მეგობრობის არ მჯერა. არ არსებობს მეგობრობა ქვეყნებს შორის. კომუნისტების დროს მოიგონეს, რომ ყველა მოძმე რესპუბლიკა იყო. ახლა გაისმის - ჩვენი მეგობარი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, არადა რეალურად მარტო ვართ. ყველა მარტოა, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც არის საქართველო. გიგანტური ქვეყნები უდიერად გვეპყრობიან, როგორც შეწირულ პაიკს ჭადრაკის დაფაზე“, - აღნიშნა მსახიობმა.