ეს კანონი ორ კვირაზე მეტი ხანია ამოქმედდა და ქვეყანა არ ჩამოქცეულა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მეგობრები და ოპოზიცია საუბრობდნენ, რომ თურმე ქვეყანა დაინგრევა, დაიხურება ტელევიზიები და ა.შ. ხომ ვხედავთ, რომ არცერთი ტელევიზია არ დაიხურა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იყო, იგივე ფორმით აგრძელებს მოღვაწეობას, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სწორედ ამ ხელისუფლების და იმ ბავშვების, „ჯენზებს“ რომ ეძახიან, მშობლების დამსახურებაა, რომ თავისუფლად დგანან [აქციებზე] და თავის პოზიციას გამოხატავენ. დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები გარკვეულად იმ პროპაგანდის მსხვერპლები არიან, როდესაც გამჭვირვალობის კანონს სპეციალურად მოიხსენიებენ როგორც რუსულს. ეს კანონი ორ კვირაზე მეტი ხანია ამოქმედდა და ქვეყანა არ ჩამოქცეულა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მეგობრები და ოპოზიცია საუბრობდნენ, რომ თურმე ქვეყანა დაინგრევა, დაიხურება ტელევიზიები და ა.შ. ხომ ვხედავთ, რომ არცერთი ტელევიზია არ დაიხურა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იყო, იგივე ფორმით აგრძელებს მოღვაწეობას.
ქალბატონი გიგაური მუდმივად საუბრობს იმაზე და მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ საპროტესტო აქციებში ჩაერთნონ და მათ ჰპირდება, რომ გირაოს თანხებს გადაუხდის. ერთის მხრივ ამბობს, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის სამართლიანი და მეორეს მხრივ, დარწმუნებულია, რომ სასამართლოში მივა ფულით და გირაოთი დაიხსნის იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწოდებენ მაგალითად, რომ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ. მათაც [აქციების ორგანიზატორებმა] და ჩვენმა პარტნიორებმაც იციან, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში პოლიციელს არათუ მოლოტოვის კოქტეილი ესროლო, ელემენტარული, პოლიციის მოთხოვნას თუ არ დაემორჩილები, ადგილზე ხვრეტენ. ჩვენ ვიცით ამერიკის მაგალითები და ვხედავთ როგორ ხდება დემონსტრაციების დარბევა ევროპაში“, - აღნიშნა ჭკადუამ.