ინდიკატორების დადგენაში იხარჯება უამრავი ფული. როდესაც ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური ინსტიტუტებიდან გვესმის განცხადება, მაშინ კითხვა მებადება, რისთვის ხარჯავთ ბატონებო ამ ფულს, რატომ აგზავნით ამ ხალხს საქართველოში თუ ამას არ ითვალისწინებთ? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა.
„ინდექსები, რომლებითაც ჩვენ გვაფასებენ სხვადასხვა ორგანიზაციები - წამოვიღე სამი ორგანიზაცია. ატლანტიკური საბჭო, რომ იცოდეთ, ეს არის ნატოს ანალიტიკური ცენტრი, ფაქტობრივად, ნატოსთან ერთად შეიქმნა. ანუ, როდესაც ფასდება ქვეყანა, მზად არის თუ არა ის ნატოში გასაწევრიანებლად, აი, ამ ინდექსებს აფასებს ატლანტიკური საბჭო. ატლანტიკურმა საბჭომ შეგვაფასა და მოგვანიჭა ძალიან მაღალი ადგილები სხვადასხვა ინდექსში - პოლიტიკური თავისუფლების სისტემით, სასამართლოს დამოუკიდებლობით და ეფექტიანობით.
The Heritage Foundation, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი და დიდი ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში - The Heritage Foundation-მა დაადგინა, რომ ჩვენი მთავრობა არის კეთილსინდისიერი. ჩვენ ყოველდღე გვესმის, რომ არის პირიქით. მითხარით, ვის დავუჯერო, მე ვის დავუჯერო? ანუ, ეს ხალხი საქართველოში აგზავნის ექსპერტებს. ამ ექსპერტებში და ამ ინდიკატორების დადგენაში იხარჯება უამრავი ფული, მათ შორის, ამერიკელი გადამხდელების.
კიდევ ერთი - „დემოკრატიის მრავალფეროვნება“. მან დაადგინა ღია ბიუჯეტის ინდექსი, მართლმსაჯულება, ანუ, დაგვიდგინეს, რომ მართლმსაჯულებაც კარგი გვქონია. საუბარი რაზეა - ანუ ეს ხალხი ჩამოდის, პროფესიონალები, სპეციალისტები, უამრავი ფული იხარჯება ამაში, შემდეგ ეს რეპორტები მიდის სადღაც და ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, ხომ? მაგალითად, დემოკრატიის მრავალფეროვნების ინდექსს კითხულობს მსოფლიო ბანკი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი დონორია და ეყრდნობა ამ ორგანიზაციის ინდექსებს. მსოფლიო ბანკი მუშაობს, იმიტომ, რომ კომერციული ორგანიზაციაა. აზრადაც არ მოსვლია, რომ ჩვენ რაღაც პრობლემები შეგვიქმნას, იმიტომ, რომ ის არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და იზიარებს ამ ინდიკატორებს და მშვენივრად აგრძელებს მუშაობას.
როდესაც ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური ინსტიტუტიდან გვესმის განცხადება, მაშინ კითხვა მებადება, რისთვის ხარჯავთ ბატონებო ამ ფულს, რატომ აგზავნით ამ ხალხს საქართველოში, თუ ამას არ ითვალისწინებთ?“ - აღნიშნა მან.